ინსტიტუტი 2009 და 2010 წლების შედეგების მიხედვით ქვეყანაში აღიარებულ იქნა საუკეთესო სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებად საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში. (ბმული 1 და ბმული 2)

პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი საქართველოში ეკონომიკის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების მსხვილი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია. იგი დაარსდა 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში. მან არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად მას ეწოდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი(1958), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი(1989), პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი(1991), სსიპ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი(2006). ამჟამად საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიმდინარეობს ინსტიტუტის რეორგანიზაცია, რომლის განხორციელების შემდეგ იგი, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული შეუერთდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი. შემდეგ დირექტორები იყვნენ აკადემიკოსი ავთანდილ გუნია, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვლადიმერ პაპავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი წერეთელი. ამჟამად ინსტიტუტის დირექტორია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე.
დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი 2012 წლის 28-29 ივნისს ატარებს პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან მე-60 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: ’’ეროვნული ეკონომიკები და გლობალიზაცია’’. იხ. ბმული
![]() |
10-04-2012
|
|
![]() |
06-02-2012
|
|
|
29-12-2011
|
||

