დრეზდენის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პროფესორ ჰანს ვიესმეთის ლექცია
2013 წლის 15 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიისა და თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ინიციატივით საქსონიის აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა, დრეზდენის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პროფესორმა ჰანს ვიესმეთიმ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წაიკითხა ლექცია თემაზე:
”ინტეგრირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკა: საქართველოს მდგრადი განვითარების მხარდაჭერისათვის”.
ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის თავმჯდომარე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ემდ, პროფესორი ვლადიმერ პაპავა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დასვეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტმა ლეო ჩიქავამ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა: რამაზ აბესაძემ, იაკობ მესხიამ, რევაზ გველესიანმა და სხვებმა.
ლექციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.