თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საქმიანობის განხილვა
2012 წლის 10 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სხდომაზე მოისმინეს თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ. სხდომა გახსნა და მიყავდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანს აკადემიკოს როინ მეტრეველს. სხდომას ესწრებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ თევზაძე.
მოხსენება თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ გააკეთა ამავე ინსტიტუტის დირექტორმა ემდ პროფესორმა რამაზ აბესაძემ, რომელმაც ასევე პასუხი გასცა სხდომაზე დასმულ სხვადასხვა კითხვას.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ლეო ჩიქავა და ვლადიმერ პაპავა, სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ეკონომიკური კომისიის წევრი თსუ-ს სრული პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი.
2011 წელს ინსტიტუტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ დასკვნა წარმოადგინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ავთანდილ სილაგაძემ.
ინსტიტუტის მიერ გაწეულმა მუშაობამ მაღალი შეფასება მიიღო.