საერთაშორისო ურთიერთობები
პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტს მჭიდრო სამეცნიერო კავშირები აქვს ლუბლინის(პოლონეთი) იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტთან. ამ დღეებში ინსტიტუტში სტუმრად იმყოფებოდა აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი სლავომირ პარტიცკი, რომელიც გაეცნო ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს და ინსტიტუტის გაფართოებულ სამეცნიერო სხდომაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე - თანამედროვე ეკონომიკური მსოფლიო კრიზისი: მიზეზები, პესპექტივები. მან როგორც ჟურნალ ეკონომისტის რედკოლეგიის წევრმა მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ჟურნალის სამეცნიერო-სარედაქციო კოლეგიის მუშაობაში. დაისახა მომავალი სამეცნიერო ურთიერთობების გეგმები. კერძოდ, ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ მაისის თვეში უნივერსიტეტის მიერ გამართულ, საერთაშორისო კონფერენციაში ქალაქ ლუბლინში, ხოლო დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ ივნისის თვეში ინსტიტუტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ქალაქ თბილისში და სხვა.