საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
2011 წლის 21-22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში ჩატარდა ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ’’ეკონომიკის აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის პირობებში’’.
კონფერენცია გახსნა პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ.
კონფერენციას მიესალმა თსუ მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშივილი.
კონფერენციას ესწრებოდა თსუ მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თეა წითლანაძე და სხვა უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის მრავალმა მეცნიერმა.
საზღვარგარეთიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, კონფერენციას მიესალმნენ და სამეცნიერო მოხსენებით გამოვიდნენ: რუსლან გრინბერგი - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ემდ, პროფ., დიმიტრი სოროკინი - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ემდ, პროფ.; სლავომირ პარტიცკი - ლუბლინის იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი (პოლონეთი); ლარისა ბელინსკაია - ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი (ლიტვა); გინდრა კასნაუსკიენე - ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი (ლიტვა); გიორგი სიგუა უკრაინის საკრედიტო-საბანკო კავშირის მრჩეველი.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ასევე ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა.
პლენარულ სხდომაზე სამეცნიერო მოხსენებით გამოვიდნენ ასევე: გიორგი ბერულავა - ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ემდ, პროფ.; ალფრედ კურატაშვილი _ ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ემდ, პროფ.; ნოდარ ხადური - თსუ სრული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი; ვახტანგ ბურდული - ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ემდ, პროფესორი.
კონფერენციის მუშაობა წარიმართა ასევე შემდეგ სამეცნიერო სექციებში: ეკონომიკური თეორიის (ხელმძღვანელები: ემდ, პროფ. ა. კურატაშვილი და ემდ, პროფ. მ. კვარაცხელია); მაკროეკონომიკის (ხელმძღვანელები: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნ. არევაძე და ეკონომიკის დოქტორი, თსუ სრული პროფესორი ნ. ხადური); ფინანსების, საერთაშორისო ეკონომიკის (ხელმძღვანელები: ემკ, თსუ ასოცირებული პროფესორი ი. ნათელაური და ეკონომიკის აკადემიური დოქტორი თ. ლაზარაშვილი); ბიზნესის პრობლემების (ხელმძღვანელები: ემდ, პროფ. გ. ბერულავა და ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ე. კაკულია) და სექტორული ეკონომიკის (ხელმძღვანელები: პროფ. თ. ჩხეიძე და ემდ. პროფ. ვახტანგ ბურდული).
კონფერენციის მუშაობის შეჯამებისას, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერების მიერ გამოითქვა აზრი, რომ კონფერენცია ჩატარდა მაღალ მეცნიერულ დონეზე, მასზე წარმოჩენილ იქნა არაერთი მეცნიერული სიახლე, წინადადება და რეკომენდაცია.
კონფერენციის დღეებში ასევე გაიმართა კულტურული ღონისძიებები.