საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვლადიმერ პაპავას წიგნების პრეზენტაცია

02-12-2010


2010 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვლადიმერ(ლადო) პაპავას 2010 წელს გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენლები.

სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

სიტყვით გამოვიდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ემდ, პროფესორი რამაზ აბესაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი მერაბ კაკულია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ლეო ჩიქავა და ავთანდილ სილაგაძე, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, ემკ გიორგი სიგუა, ასევე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლები.

პრეზენტაციის ბოლოს გამოვიდა ვლადიმერ პაპავა და მისი თანაავტორები _ განვითარების სტრატეგიული კვლევების აზერბაიჯანის ინსტიტუტის დირექტორი ელდარ ისმაილოვი და თსუ სრული პროფესორი, ემდ იური ანანიაშვილი.

პრეზენტაცია შეაჯამა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც, ისე როგორც ყველა სხვა გამომსვლელმა, წარმოდგენილ ნაშრომებს მაღალი შეფასება მისცა.

 



უკან
Created by Spar.ge