აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას კიდევ ერთი აღიარება

23-06-2025


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკა­დემიკოსი ვლადიმერ პაპავა აღიარებულია 2024 წლის საერთაშორისო დონის გამოჩენილ მეცნიერად. გამოკითხვა ჩაატარა სააერთაშორისო სამეც­ნიერო-ანალიტიკურმა ავტორიტეტულმა პლატფორმამ Scholar GPS-მა, რომელიც აფასებს მეცნიერ-მკვლევართა და აკადემიური დაწესებუ­ლებების საქმიანობას პუბლიკაციების ციტირების ინდექსის მიხედვით. Scholar GPS-ის მონაცემთა ბაზა აერთიანებს 30 მილიონზე მეტი მეცნიერისა და 120 000 ინსტიტუციის პროფილს. შედეგების მიხედვით მას მიეკუთვნა პრესტიჟული ადგილი წამყვან მეცნიერთა ჩამონათვალის 0,5% რაოდე­ნობაში.

 

თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას ულოცავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებას.



უკან
Created by Spar.ge