საპატიო სიგელით დაჯილდოვება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციულად, 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ამ დღის აღსანიშნავად საპატიო სიგელები გადაეცათ წარმატებულ მეცნიერებს, მათ შორის, თსუ-ის პროფესორებს: რამაზ აბესაძესა და ელგუჯა მექვაბიშვილს ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის. პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კოლექტივი ულოცავს ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ რამაზ აბესაძეს, ასევე თსუ-ს პროფესორ ელგუჯა მექვაბისშილს პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას უსურვებს.